წრფივი ალგებრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:17, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წრფივი ალგებრა – ალგებრის დარგი, რომელშიც შეისწავლება ვექტორული სივრცეების, მათი წრფივი გარდაქმნის თეორია, წრფივი, ბიწრფივი და კვადრატული ფორმები, ტენზორული აღრიცხვა და სხვა.
წრფივი ალგებრის საკითხები პირველად წარმოიშვა წრფივ ალგებრულ განტოლებათა თეორიაში, რომლის განვითარების შედეგად შეიქმნა დეტერმინანტთა თეორია, ხოლო შემდგომ – მატრიცების თეორია და მასთან დაკავშირებული ვექტორული სივრცეებისა და წრფივი გარდაქმნების თეორია.