დეზაფრიკატიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:57, 18 დეკემბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეზფრიკატიზაცია – აფრიკატის გადაქცევა მარტივ თანხმოვნად, რედუქციის ერთ-ერთი სახეობა. დეაფრიკატიზაცია შეიძლება წარიმართოს ორი გზით: ერთი მხრივ, სპირანტული ელემენტის დაკარგვის, შესაბამისად მარტივ ხშულთა მიღების და, მეორე მხრივ, ხშულობის ელემენტის დაკარგვის, სპირანტიზაციის გზით. ქართულში ეს პროცესები გავრცელებულია დიალექტებში. მაგ., გურულსა და აჭარულში გეხვდება წ > ტ: სტავლა < სწავლა, სტორეთ < სწორედ, სასტავლებელი < სასწავლებელი და მისთ. უფრო ხშირია აფრიკატთა სპირანტიზაციის შემთხვევები. მაგ. ძ > ზ საკმაოდ გაგრცელებულია ინგილოურში – ზაღლი < ძაღლი... იმერხეულში – ზალუან < ძალიან, ზმა < ძმა; დეაფრიკატიზაციის შემთხვევები არასისტემურად გეხვდება იმერულში, კახურში, ხევსურულში, ფერეიდნულში…
ნ. იმნაძე
ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949 (1998);
- ქობალავა ი. აფრიკატიზაციისა და დეაფრიკატიზაციის პროცესები იბერიულ-კავკასიურ ენებში. – «იკე», IX-X, თბ. 1958.