მესხური დიალექტი
მესხური, სამცხურ-ჯავახური, ქართული ენის დიალექტი. ისტორიულად მესხეთი, იგივე ზემო ქართლი, მოიცავდა სამცხეს, ჯავახეთს, თორს, კოლა-არტაანს, ერუშეთს, კლარჯეთს, სპერს - ამ კუთხეთა მოსახლეობის მეტყველება იყო ისტორიული მესხური; დღეს მესხური მოიცავს სამცხისა და ჯავახეთის (ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა) ადგილობრივ მკვიდრთა მეტყველებას და იგი ისტორიული მესხურის მხოლოდ ნაწილია. სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინი „მესხური“ ტრადიციულად იხმარებოდა სამცხის მოსახლეობის მეტყველების აღსანიშნავად. ცალკე დიალექტად განიხილებოდა ჯავახური. თანამედროვე გამოკელევებში, ისტორიული ვითარებისა და ლინგვისტური მონაცემების გათვალისწინებით, სამცხური და ჯავახური ერთი დიალექტის – მესხურის კილოკავებად განიხილება.
ბგერითი შედგენილობის თავისებურებას ქმნის ჲ, ჶ, ,
ბგერათა არსებობა. ჲ უმეტესად ჲ → ჲ პროცესის შედეგადაა მიღებული აღმავალ და დამავალ დიფთონგებში (იაკობაჲ, დედაჲ), დ – გვაქვს ზოგიერთ შემოსულ სიტყვაში (ეჶდენდი) ან 1 სუბიექტური პირის ვ-ნიშნის ფონეტ. ვარიანტად
ყრუ თანხმოვანთა წინ: დაეკარგე – დაჶკარგე…:
და
ხმოვნები
იშვიათად დასტურდება შემოსულ სიტყვებში, გვაქვს ქართულ ფორმებშიც: ჩ
ნ, თქვენთ
ნ (იშვიათად). უფრო ხშირად
მიღებულია უ → ვი პროცესის შედეგად და დამოწმებულია იმ ფორმებში, სადაც ფონემატური სტრუქტურის აკრძალვის გამო პროცესი საბოლოო -ეი საფეხურამდე ვერ მიდის: პალ
ები, ძულ
ები, კალ
ები…
გვაქვს: თანხმოვანთგამყარად – კ
ნიჟკა, ბ
რმა…, ან შემოსულ სიტყვებში –ყ
რათლი, ყ
სმათი…