რეფრაქცია ტალღებისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 20 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეფრაქცია ტალღებისა – ტალღების გავრცელების მიმართულების დამახინჯება არაერთგვაროვან გარემოში, რომელშიც ტალღების სიჩქარე კოორდინატების უწყვეტი ფუნქციაა. ბგერის რეფრაქცია ატმოსფეროში განპირობებულია ჰაერის ტემპერატურის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების სივრცობრივი ცვლილებით. რადიოტალღების რეფრაქცია ატმოსფეროში თავს იჩენს დედამიწის ზედაპირის გასწვრივ რადიოტალღების გავრცელებისას. სინათლის რეფრაქციას ატმოსფეროში იწვევს მისი სიმკვრივის ცვლილება სიმაღლის მიხედვით.