ამიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:41, 23 თებერვალი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიდი - (არაბ. ‘mīd) აღმოსავლური ქალაქების მოხელე; სახალიფოს ქალაქების ამიდებს ევალებოდა საბუთების შედგენა და ბაღდადის მთავრობასთან მიმოწერის წარმოება.

ქართულ სამოხელეო ტერმინოლოგიაში ტერმინი გავრცელდა თბილისის საამიროდან. დავით აღმაშენებლის ანდერძში (1123/1124) და გიორგი III-ის შიომღვიმისადმი ბოძებულ სიგელში (1170) მოხსენიებულია თბილისის „საამიდო“ გადასახადი, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოსაღები, რაც მიუთითებს საქართველოს ქალაქებში შესაბამისი თანამდებობის არსებობაზე. ქართულ წყაროებში ხელშესახები ცნობები ამ მოხელის უფლება-მოვალეობების შესახებ არ მოგვეპოვება. მუსლიმური აღმოსავლეთის ქალაქების ანალოგით, საქართველოს ქალაქებში ამიდს, სავარაუდოდ, ქალაქის მწერლის მოვალეობის შესრულება და, ამასთანავე, ცენტრალური ხელისუფლებისათვის საქმიანი ქაღალდების წარდგენა ევალებოდა.



წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები