აჯამურა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:16, 11 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აჯამურამდინარე საქართველოში, იმერეთში, (ზესტაფონის რ.) აჯამურა სათავეს იღებს აჭარა–იმერეთის ქედის კალთებზე 300 მ სიმაღლეზე და ერთვის მარცხენა მხრიდან მდ. ყვირილას სოფელ ტაბაკინამდე.

მდინარის სახელწოდება უკავშირდება აჯამეთის ტყეს. მაშასადამე აჯამ-ურა კუთვნილების აღმნიშვნელი სახელია და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეს მდინარე აჯამეთის ტყიდან გამოედინება, ან უშუალოდ მის სიახლოვეს დის. იგი ისევეა გაფორმებული, როგორც იმერეთის ზოგი მდინარის სახელი: ლაშ-ურა (სოფ.ლაშე), ჩიხ-ურა (სოფ. ჩიხა), ჯრუჭ-ულა (სოფ. ჯრუჭი; ჯრუჭის მონასტერი), ძირ-ულა, ძევრ–ულა, ხან-ურა, ბაჯ-ურა (სოფ. ბაჯითი), საირხ–ულა (სოფ. საირხე) და სხვ. მრ. ნათელი შინაარსის მიუხედავად ადგილობრივ მოსახლეობას მაინც უცდია მდინარის სახელის თავისებური გააზრიანება: „ბერები იყვნენ მონასტერთან. წყალი რო გადმოჩქერს, იქიდან დასცხეს თურმე თათრებმა ერთმა დეიძახა: აჯა, ბიჭო, აჯან ურაო და დაარქვეს აჯანურა ამ ღელეს“.

ცნობილია სხვაგვარი თქმულებაც: „ერთხელ აქ მონადირეებს, მდინარის გაღმა გასულებს, მოუკლავთ რაცხა ნადირი. მის მოსატანად გაუშვიათ ძაღლი, რომელსაც სახელად მურა ერქვა. წყალი თურმე დიდი მოდენილა, ძაღლი ნანადირევით ვერ ბედაგდა გაცურვას. მონადირეები მისულან მდინარის ნაპირას და თურმე ძაღლს ამხნევებენ, უძახიან: აჯან, მურა, აჯან, მურაო! დარქმევია მას მერე მდინარეს აჯამურა“. ფაქტიურად ჰიდრონიმი აჯამურა -ეთ- სუფიქსის ჩავარდნის შედეგად მიგვიღია: აჯამეთ-ურა – აჯამ-ურა.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები