შუხარდტი ჰუგო
ჰუგო შუხარდტი − (4 თბერვალი 1842, გოთა, – 21 აპრილი 1927, გრაცი), ავსტრიელი ენათმეცნიერი. ჰალესა (1973-იდან) და გრაცის (1876-1900) უნივერსიტეტების პროფესორი. მუშაობდა ზოგადი ენათმეცნიერების და რომანული ფილოლოგიის პრობლემებზე. იკვლევდა აგრეთეე ბასკურ, კავკასიურ, სემიტურ-ქამიტურ და სხვ. ენებს. ქართულ ენას ეხება მისი ორი ნაშრომი: „ქართული ენის შესახებ“ და „გარდამავალი ზმნის პასიური ხასიათის შესახებ კავკასიურ ენებში“.
ქართული ენის საკითხებზე მსჯელობისას შუხარდტი საკმაო სისრულით ითვალისწინებს არსებულ სპეც. ლიტერატურას, მაგრამ, ამასთანაგე, დიდ სიფრთხილეს იჩენს მათ მიმართ. იგი იძლევა ქართული ენის თავისებურებათა ღრმა ანალიზს და მიდის მეტად საყურადღებო (თუმცა რიგ შემოხეეეებში მცდარ) დასკვნებამდე.
ფონეტიკაზსე მსჯელობისას გარჩეულია ყრუ ხშულთა ორი წყება – „მტკიცე“ (ყელხშულები) – პ ტ კ და „რბილი“ (ფშვინვიერები) – ფ თ ქ. ყელის ხშვა „მტკიცე“ აფრიკატებთან უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე „მტკიცე“ ხშულებთან. სხვა ბგერებიდან განხილულია ე და რ. აღნიშჩულია, რომ ე ქართულში არ არის წყვილბაგისმიერი; რ ვერ ქმნის მარცვალს. შუხარდტი საკმაოდღ დაწვრილებით ჩერდება მახვილის საკითხებზე. აღნიშნავს, რომ ქართულში არის სუსტი, ადგილმონაცვლე მახვილი, რომელიც ბოლოდან მეორე მარცვალზეა (ბედნიერი), რთულ სიტყვებში კი ორი მახვილი შეინიშნება (ყველაფერი), თუმცა ავტორი იქვე დასძენს, რომ მისი დაკვირვება შეიძლება არ იყოს ზუსტი და საჭიროა შემდგომი კელევა.
ბრუნვებთან დაკავშირებით შუხარდტი სწორად შენიშნავს, რომ ანტონ I-ის გრამატიკაში აკუზატივის („შემასმენლობითის“) ნიშნად გამოყოფილი -ი (გზა-გზაჲ, მარიამ-მარიამი.) აკუzატივს სახელობითისაგან არ განასხვავებს. იმან, ვინ ნაცვალსახელებში გამოყოფს -ნ ბრუნვის ნიშანს, რომელიც თაედაპირველად აქტიური (მოთხრ.) ბრუნვისა უნდა ყოფილიყო, შემდეგ კი სახელობითის ფუნქციით იქნა გამოყენებული. მანვე გამოყო უცნობი, ძალიან ძველი ბრუნვა, რომელსაც აქვს მოქმედებითის ან ზმნისართული მიცემითის მნიშენელობა: ძლ-ივ-ს, სხვაფრ-ივ, მხრ-ივ (მხრ-ით) და ამ ბრუნვის ნიშნის ვ დაუკავშირა სვანური მიცემითის ვ-ს (მაგ–ღერბათ-ვ „ღმერთს”), რომელიც მოქმედებითის შვ ნიშანშიც გვხვდება.
შუხარდტი განსაკუთრებულ მნიშენელობას ანიჭებდა ზმნას, როგორც „ენის სულს“. მისი აზრით, სახელის ფლექსიაც კი გაუგებარია ზმნის გარეშე: ბრუნვათა სიმრავლე, მათი თავდაპირველი მნიშვნელობების დიფერენციაცია, მათი გამიჯვნა და ერთმანეთში არევა.. ასახავს იმ ურთიერთობას, რაც ზმნის შიგნით არის მოცემული. მან ყურადღება გაამახვილა ზმნასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე, როლებიც მოითხოვენ სპეციალურ კვლევას (განსაკუთრებით ქარველების მიერ, რომელთაც ამის გაკეთებას ენის ალღო გაუადეილებს). შუხარდტს საგულისხმო დაკვირვებები აქვს წინადადების კონსტრუქციებზე და ა. შ.
შუხარდტი განსაკუთრებით უსვამს ხასს ქართულის, როგორც „მთავარი“ ენის, შესწავლის მნიშვნელობას. ერთი მხრივ, ქართველურ ენათა კვლევის, მეორე მხრივ კი – ჩრდილოეთ კავკასიურ ენებსა და ბასკურთან ნათესაობის დადგენის თვალსაზრისით.
არნ. ჩიქობავა
გ. ბურჭულაძე