მადრიდის ხელშეკრულება 1795

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:54, 28 მარტი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მადრიდის ხელშეკრულება 1795 – (აშშ-სა და ესპანეთს შორის მეგობრობის, საზღვრების, ვაჭრობისა და ნავიგაციის შესახებ), ხელი მოაწერეს 27 ოქტომბერს. ხელშეკრულების თანახმად, ესპანეთმა 31-ე პარალელი ცნო საზღვრად მის კუთვნილ ფლორიდასა და აშშ-ს შორის და ამ უკანასკნელს მიანიჭა მდინარე მისისიპიზე თავისუფალი ნავიგაციის უფლება. თითოეული მხარე კისრულობდა ვალდებულებას, არ დაედო შეთანხმება მეორე მხარის ტერიტორიაზე მცხოვრებ ინდიელთა ტომებთან. ხელშეკრულებამ განამტკიცა აშშ-ის პოზიციები მდ. მისისიპის აუზში. ამერიკა-ესპანეთის ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერას მოჰყვა, დასრულდა აშშ-ის მიერ ფლორიდის შესყიდვით 1819.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები