ნორიხევი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:09, 20 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდინარე ნორიხევი

ნორიხევი - მდინარე საქართველოში, ქვემო ქართლში. ნორიხევი სათავეს იღებს საგურამო-იალნოს ქედზე და სოფელ ნორიოს ჩამოუდის აღმოსავლეთის მხრიდან. მდინარე ნორიხევი უერთდება მარტყოფისა და საცხენე-ახალსოფლის მდინარეებს და წარმოიქმნება მდინარე ლოჭინი.

მდ. ნორიხევის ჰიდროლოგიური მახასიათებლები შემდეგია: სიგანე 2,5 მ, სიღრმე 0,35-0,40 მ, სიჩქარე 1,3-1,5 მ/წმ და ხარჯი 0,085 მ3/წმ.

მიედინება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ირგვლივ მდებარე ტერიტორია ვაკე ადგილია, მკვეთრად ანთროპოგენიზირებული. ფართობის დიდი ნაწილი ტყის კულტურებითაა დაკავებული, რომელთაგან აღსანიშნავია კანადური ვერხვი, კაკალი, გლედიჩია.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები