დემოთის ციხე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:54, 30 აპრილი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დემოთის ციხე – ციხესიმაგრე (წინაფეოდალური ხანა) ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვაბისხევიდან ჩრდილოეთით 3 კმ მანძილზე. ნაგებია ციკლოპური ტიპის წყობით. ლეონტი მროველი ასე ახასიათებს ციხეს: „აღაშენა ქუეაყანასა ოძრჴევისას, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილისა, რომელსა ჰქვან დემოთი“.