კავკასიური როჭო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:15, 7 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(Lyrurus mlocosiewiczi) – ფრინველი როჭოსებრთა ოჯახიდან, კავკასიის ენდემი. გავრცელებულია კავ­კა­სი­ო­ნის მთავარ ქედსა და მცირე კავ­კა­სი­ო­ნის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500–3000 მ-მდე.  სამცხე-ჯავახეთში გვხვდება აჭარა-იმერეთისა და თრიალეთის ქედებზე, ალპურ მდელოებზე, არყნარებსა და დეკიანებში. ზამთარში უფრო დაბლა ჩამოდის – სუბალპებსა და ზოგჯერ წიწვიან

ტყეებში. მამალი კავკასიური როჭო შავია, დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2–10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით.

კავკასიური როჭო შვიათი და რიცხვკლებადია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები