კეხოვანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
04:22, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კეხოვანი – სოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჭეჭლას თემში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1380-1600 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 11 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 199, რომელთა 93 % ქართველია (2002). სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიისა და კოშკის ნანგრევები.