ლომისმთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:33, 8 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ლომისმთა – მთა საქართველოში, აჭარა-იმერეთის ქედზე, ბორჯომისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2198,1 მ. აგებულია ეოცენური ფლიშით და ზედაცარცული კარბონიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, თხემი — სუბალპური ბალახეულობით. ლომისმთა მოქცეულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.