პატარა ზანავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 13 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პატარა ზანავი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზანავის თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთით, ზღვის დონიდან 1470-1550 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 5 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 113, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია შუა საუკუნეების ზანავის ციხე და სამონასტრო კომპლექსი – ჭულე.