ციხისუბანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
19:37, 19 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ციხისუბანი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მოხეს თემში, აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1510-1520 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 13 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მოსახლეობის რიცხოვნობა – 197, რომელთა 99 % ქართველია (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. რთული სიტყვისაგან შედგენილი ტოპონიმია. მაწარმოებელია სიტყვა „უბანი”.



წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები