წახანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:29, 20 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წახანი – სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ვარხანის თემი. აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1270-1280 მ სიმაღლეზე, დაბა ადიგენიდან 19 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 297, რომელთა 98 % ქართველია (2002). შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია და XIX საუკუნის მეჩეთი – ყოფილი ეკლესია (1433 წ).