ხერთვისი (სოფელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:27, 21 მაისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხერთვისი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარეებისმტკვრისა და ფარავნის – შესართავთან, ზღვის დონიდან 1120-1270 მ სიმაღლეზე, ტოლოშის თემში, ქ. ასპინძიდან 14 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 203. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველები (2002). სოფელში არის ბაზალტის საბადო, მის მიდამოებში – ხერთვისის ციხე. წარსულში განვითარებული იყო ტერასული სოფლის მეურნეობა. შემორჩენილია ხერთვისის ტერასები. ძველად ფართოდ იყო გავრცელებული ვაზი ხარისთვალა თეთრი. სოფლის სიახლოვეს ხერთვისის ციხის ნანგრევებია.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები