ფარსმან III
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 9 ივნისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფარსმან III – ქართლის (იბერიის) მეფე III საუკუნის დასაწყისში. ლეონტი მროველის მიხედვით მეფე ღადამის ძე. მამის გარდაცვალებისას იგი 1 წლის იყო, და ფაქტიურად, ქვეყნის გამგებელი გახდა მისი დედა ღადანა. სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ ფარსმანი გამეფდა და ეყოლა ძე ამაზასპი.