ელიფსური კოორდინატები სიბრტყეზე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელიფსური კოორდინატები სიბრტყეზე – σ და τ რიცხვები, რომლებიც დეკარტეს მართკუთხა კოორდინატებთან დაკავშირებულია ფორმულებით:
- x2 = (σ+ a2) (τ+ a2) / (a2- b2),
- y2 = (σ + b2) (τ + b2) / (b2 - a2),
სადაც – a2 < τ < -b2 < σ < ∞.
ელიფსური კოორდინატები დაკავშირებულია თანაფოკუსიანი ელიფსების და ჰიპერბოლების ოჯახთან. საკოორდინატო წირებია თანაფოკუსიანი ელიფსები (σ =const) და თანაფოკუსიანი ჰიპერბოლები (τ = const) ფოკუსებით (- ,0) და (
,0) წერტილებში. σ და τ რიცხვების ყოველ წყვილს 0xy სიბრტყის ყოველ კვადრანტზე შეესაბამება 4 წერტილი, რომლებიც ერთმანეთის სიმეტრიულია 0x და 0y ღერძების მიმართ.
ელიფსური კოორდინატების სისტემა ორთოგონალურია.