დიაგონალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:05, 1 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიაგონალი (ლათ. diagonalis − „კუთხიდან კუთხისკენ მიმავალი“) – ტერმინი διαγωνιοζ შედგება ორი ბერძნული სიტყვისაგან და ნიშნავს „კუთხეზე გამავალს“. ტერმინი გვხვდება ევკლიდესთან.

მრავალკუთხედის (მრავალწახნაგას) დიაგონალი – წრფის მონაკვეთი, რომელიც აერთებს ერთ გვერდზე (ერთ წახნაგზე) არამდებარე ორ წვეროს. თუ მრავალკუთხედის წვეროების რიცხვი n-ის ტოლია, მაშინ დიაგონალთა რიცხვია n(n-3)/2.

ეს ტერმინი არ გამოუყენებია არქიმედეს. ბერძენი გეომეტრები უმრავლეს შემთხვევაში იყენებდნენ ტერმინს- „დიამეტრი“. იგი ბუნებრივად გამოხატავდა წრეში ჩახაზული წესიერი ოთხკუთხედის დიაგონალს და შემდეგ გავრცელდა ნებისმიერი მრავალკუთხედისთვისაც. შუა საუკუნეებში ორივე ტერმინს იყენებდნენ. მხოლოდ XVIII საუკუნეში მოხდა „დიაგონალის“ და „დიამეტრის“ ცნებების მკაცრი გამიჯვნა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები