პუტიატინის მისია 1857-58

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:30, 5 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პუტიატინის მისია 1857-58 – რუსეთის დიპლომატი ეფიმ პუტიატინი გაგზავნილ იქნა რუსეთის მთავრობის მიერ ჩინეთში ორ ქვყანას შორის არსებელი სადავო საკითხების დასარეგულირებლად, პუტიატინის მისიის უპირველესი მიზანი იყო, იურიდიულად გაეფორმებინა ცინის მთავრობასთან ამურისა და პრიმორიეს მარცხენა ნაპირის რესეთისადმი კუთვნილების ფაქტი. პუტიატინი, მისიის ხელმძღვანელი, ცინის მთავრობამ არ შეუშვა პეკინში და ამიტომ 1857 მისია ჩავიდა სიან განში (ჰონკონგში), სადაც ამ დროს იმყოფებოდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და აშშ-ის წარმომადგენლები. მისიამ კატეგორიული უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლის წინადადებაზე, რიმ ერთობლივი ულტიმატუმით გამოსულიყენენ ცინის მთავრობის წინააღმდეგ. რესეთის მხარემ განაცხადა, რომ ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობები არ ითვალისწინებს ულტიმატუმის ენასო. 1857 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა საომარი მოქმედებები ჩრდილოეთ ჩინეთში გადაიტანეს. ცინის მთავრობას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ამ სახელმწიფოთა აგრესიისათვის და ამიტომ მან რესეთს მიმართა თხოვნით, ეშუამდგომლა დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან. ამ დროს, ჩინეთისათვის საჭირო იყო რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება და ამიტომ ცინის მთავრობამ პუტიატინის მისია პეკინში მიიწვია, სადაც გაფორმდა კიდეც 1 (13). VI. 1858 რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულება. პუტიატინი დაპირდა ჩინეთის მხარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთი მზად იყო მოემარაგებინა ცინის მთავრობის ჯარები იარაღით, ასევე რუსეთი არ გამორიცხავდა სამხედრი ინსტრუქტორების გაგზაენასაც. პუტიატინის მისიამ დიდი მნიშვნელობა იქონია რესეთ-ჩინეთის დაახლოებაში.


იხილე აგრეთვე

რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებები, შეთანებები და კონფერენციები

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები