იუნგის მოდული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:29, 9 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Echelidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იუნგის მოდულიდრეკადობის რიცხვითი მახასიათებელი გაჭიმვისას ან კუმშვისას, რომელიც შემოიღო თ. იუნგმა (1807) - E მუდმივა, რომელიც გამოსახავს დამოკიდებულებას ნორმალურ σ ძაბვასა და ფარდობით ε წაგრძელებას შორის ისეთი დეფორმაციისათვის, რომელიც ემორჩილება ჰუკის კანონს: ε=σ/E.

თ. იუნგმა განსაზღვრა „რაიმე ნივთიერების დრეკადობის მოდული“, როგორც „იმავე ნივთიერების სვეტი (კოლონა), რომლის ფუძეზე დაწოლის (წნევის) ფარდობა იმ დატვირთვასთან, რომელიც საჭიროა ნივთიერების გარკვეულ შეკუმშვამდე მისაყვანად, ტოლია საწყისი სიგრძისა და დამოკლების ფარდობისა“; რასაც ახლა იუნგის მოდულს ვუწოდებთ, არის ამ სვეტის (კოლონის) წონა, რომელიც მოდის ფუძის ფართობის ერთეულზე.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები