ტიგრან II დიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:35, 14 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტიგრან II დიდი – (სომხ. Տիգրան Մեծ, ბერძ. Τιγρανης, ლათ. Tigranes), სომხეთის მეფე ძვ. წ. 95-55 არტაშესიდთა დინასტიიდან.

ტიგრანის საშინაო პოლიტიკის ძირითადი შტრიხებია:
ა) კონკრეტული ეკონომიკურ-გეოგრაფიული რეგიონის პოლიტიკური ინტეგრაციის რეალიზაცია. მან სოფენე (სომხ. წოფე) შემოიერთა.
ბ) ქვეყნის ძალდატანებითი ელინიზაციის ცდა. დიდი სომხეთის ბასილევსმა კილიკიელი ბერძნები აჰყარა და ტიგრანაკერტში დაასახლა. ის ნაბუქოდონოსორის და დარითოსის შორეული ეპიგონია. ექსპერიმენტმა სრული კრახი განიცადა.
გ) აქტიური საფინანსო რეგალიის განხორციელება. სომხეთის სინქრონული საგარეო-პოლიტიკური კურსი ემყარებოდა არა ძალთა შეფარდებით უპირატესობას, არამედ უაღრესად ხელსაყრელ კონიუქტურას. მცირეაზიური ელინიზმი რომსა და პონტოს შორის მერყეობს, აქვე წყდება სირიის ბედიც, პართიაში პოლიტიკური ქაოსია. ტიგრანის უფლებათა განვრცობას აღმოსავლეთით, მიდიაზე და სამხრეთ-დასავლეთით, სირია-ფინიკიაზე და სხვ. შედეგად მოჰყვა სომხური იმპერიის გენეზისი და სომხეთის მეფის მიერ „მეფეთა მეფის ტიტულის უზურპაცია, რაც უდრიდა პრეტენზიას აზიაში პირველობაზე. ამ მოვლენების შორეული რემინისცენციაა ფსევდო მოვსეს ხორენაცთან დაცული ცნობა „ორი ტახტის“, ირანულ სომხური დუალისტური სახელწიფოს შესახებ, სადაც უპირატესობა ერთ დროს არტაშატის მფლობელს ეკუთვნოდა. იპერიული ექსპერიმენტი მარცხით, დასრულდა. პომპეუსი ტიგრანს მხილოდ სომხეთს უტოეებს.

კონკრეტელი პიროვნების ქართულ ეთნოკულტურასთან მიმართების მოკლე მონახაზი ასეთია:
ა) ტიგრანის სამეფოში შედიოდა გუგარქის საპიტიახშო (მესხეთის ნაწილი და ქვემო ქარილი) ბაგრატიონთა (ბაგრატუნების) საერისთავო დინასტიით სათავეში. ფსევდო-მოვსეს ხორენაცის მიხედვით, თითქოს მეფე მათ არ სწყალობდა.
ბ) ძვ.წ. I ს-ის დასაწყისში მითრიდატე ევპატორს და ტიგრან II-ს შორის დაიდი სამოკავშირეო ხელშეკრულება. იბერიაც ამ ალიანსს შეუერთდა, ყოველივე, გარკეეულწილად, სომხეთის ჩრდილოური შეტევის წინააღმდეგ მიმართული გარანტიაც იყო.
გ) ძვ. წ. 69-68 იბერი შუბოსნები ტიგრანის მხარდამხარ იბრძვიან სომხეთში შემოჭრილი რომაელი სარდლის ლუკულუსის ლეგიონების წინააღმდეგ. ქართველი მეომრების აქ ყოფის მატერიალური დადასტერებაა აღაიანის სამაროვანზე აღმოჩენილი ტიგრან II-ის სამი ტეტრადრაქმა, მოჭრილი ორონთის ანტიოქიაში. ტიგრანის შემდგომ სომხეთი კელავ მეორეხარისხოვან სახელწიფოდ იქცა.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები