ტობარის დოქტრინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:19, 17 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტობარის დოქტრინა – პოლიტიკერ-სამართლებრივი კონცეფცია ახალი მთავრობების, ხელისუფლების ცნობის შესასებ, რომელიც ჩამოაყალიბა ეკვადორის საგარეო საქმეთა მისისტრმა კ. ტობარმა ბრიუსელში ბოლივიის კონსულისადმი 15.III.1907 მიწერილ წერილში.

ტობარი ლათინური ამერიკის ქვეყნებს სთავაზობდა კონვენციის ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც, ისინი, გამომდინარე ჰუმანური და ალტრუისტული მოსაზრებებიდან, უნდა ჩარეულიყენენ რეგიონის რესპუბლიკათა არსებულ ქიშპობაში. მისი აზრით, კი, ჩარევა უნდა გამოხატულიყო იმ მთავრობების ფაქტობრივ არცნობაში, რომლებიც კონსტიტუციის დარღვევითა და რევოლუციების გზით მოვიდოდნენ ხელისუფლების სათავეში.

„ტობარის დოქტრინის“ უკან იდგნენ აშშ-ის გარკვეული პოლიტიკური ძალები, რიმელთაც სურდათ ლათინური ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევა გარკვეული იურიდიული დებულებების საფუძველზე. ამ დოქტრინამე პრაქტიკული განხორციელება პოვა ორ ხელშეკრულებაში, რომელიც დაიდო გვატემალას, ჰონდურასს, კოსტა-რიკას, ნიკარაგუასა და სალვადორს შორის 1907 წლის დეკემბერსა და 1923 წლის ნოემბერში. ლათინური ამერიკის ქვეყნების უდიდეს უმრავლესობას არასოდეს არ უცვნია „ტობარის დოქტრინა“, რადგან თვლიდნენ, რომ ესაა მათი სუვერენიტეტის ხელყოფა და მათ საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღეევა.

„ტობარის დოქტრინის“ საწინააღმდეგოდ 1930 მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხ. ესტრადამ წამოაყენა დოქტრინა, რომელიც უარყოფდა უცხოეთის სახელმწიფოების მიერ ახალი მთავრობის ცნობის სპეციალური აქტის აუცილებლობას მისი კანონიერების განსაზღვრისათვის და რომელსაც პრაქტიკულად იყენებს ლათინური ამერიკის მრავალი სახელმწიფო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-მა ლათინერი ამერიკის ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით, არაერთხელ სცადა „ტობარის დოქტრინის“ გამოცოცხლება, ცდილობდა რა ამისათვის ანტიკომუნისტური მიმართულება მიეცა.

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები