ფრანკლინი ბენჯამინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
02:23, 24 აგვისტო 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბენჯამინ ფრანკლინი – (ინგლ. Benjamin Franklin; დ. 17 იანვარი, 1706 — გ. 17 აპრილი, 1790), ამერიკელი განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე და მეცნიერი, თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი.

ფილადელფიაში დააარსა საკუთარი სტამბა (1727), ხოლო ინგლისურ კოლონიებში – პირველი საჯარო ბიბლიოთეკა (1731), შემდეგ აკადემია (1751), რომლებიც საფუძვლად დაედო პენსილვანიის უნივერსიტეტის დაარსებას. 1757-75 (1762-65 გამოკლებით) იყო ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების წარმომადგენელი ლონდონში. ჩრდილოეთ ამერიკაში დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყებისთანავე სამშობლოში დაბრუნდა. აირჩიეს II კონტინენტურ კონგრესში. მონაწილეობას იღებდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის (1776) მომზადებაში. 1776-85 – ელჩი პარიზში, მისი მონაწილეობითა და ხელშეწყობით დაიდო ამერიკა-საფრანგეთის ხელშეკრულება 1778 და ვერსალის (ამერიკა-ინგლისის) საზავო ხელშეკრულება 1783. რომელთა ძალითაც დიდმა ბრიტანეთმა ცნო აშშ-ის დამოუკიდებლობა. ფრანკლინი მონაწილეობდა აშშ-ის კონსტიტუციის შემუშავებაში (1787) იყო მონობის კატეგორიული წინააღმდეგი, მის პოლიტიკურ შეხედულებებს საფუძვლად უდევს კონცეფცია ადამიანის უფლებებისა და საკუთრების ერთიანობის შესახებ.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები