თეოპომპე ქიოსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:44, 16 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოპომპე ქიოსელი – ძველი ბერძენი ისტორიკოსი. თეოპომპე ქიოსელი ცხოვრობდა დაახლოებით ძვ. წ. 380-320 წლებს შორის. მას დაუწერია საბერძნეთის ისტორია ძვ წ. 411 წლიდან 394 წლამდე და ფილიპე მაკედონელის ისტორია. თეოპომპე, როგორც ისტორიკოსი, ათენისადმი მტრული და სპარტის წყობილებისადმი კეთილი განწყობით გამოირჩეოდა. ეს „ლაკონიზმი“ მას მამისაგან მიუღია მემკვიდრეობით და, როცა კუნძული ქიოსი ათენის მეორე საზღვაო კავშირს მიკედლებია, მამასთან ერთად, ჯერ კიდევ ბავშვს, მძიმე ხვედრი განუცდია. 45 წლისა ალექსანდრე მაკედონელის დახმარებით, სამშობლოში დაბრუნებულა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ იგი კვლავ იძულებული გამხდარა მიეტოვებინა კუნძული. ასე ხშირი მოგზაურობის შედეგად მას უნახავს საბერძნეთის სხვადასხვა ადგილები, ყოფილა ეგვიპტეშიც. ათენში მოუსმენია ისოკრატესთვის და თვითონაც სახელგანთქმული ორატორი გამხდარა. მას განსაკუთრებით უსახელებია თავი ჰალიკარნასის ტირანის მავსოლოს უმცროსის (377-353) ქვრივის მიერ მოწყობილ ორატორების შეჯიბრებაში მისი მიცვალებული ქმრისადმი საუკეთესო პანეგირიკის წარმოთქმით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები