ინტეფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 24 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინტეფი – თებეს ნომარქების სახელი, რომლებიც პირველი გარდამავალი პერიოდის დროს იბრძოდნენ ეგვიპტის გაერთიანებისათვის და საფუძველი დაუდეს შუა სამეფოს XI დინასტიას. ძველი სამეფოს დასასრულისათვის, თუმცა ის უკვ იყო მეოთხე ნომის დედაქალაქი ძველი ჰერმონთისის ნაცვლად თებე პატარა, შესაძლოა სოფლის ტიპის დასახლებას წარმოადგენდა თანამედროვე ლუქსორის სიახლოვეს. მიუხედავად ამისა, სწორედ მის ნომარქებთან მოუხდათ ბრძოლა ჰერაკლეოპოლისის ნომარქებს ერთიანი ეგვიპტის ტახტისათვის და ამ ბრძოლაში საბოლოოდ თებელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. VII-X დინასტიების დროს (დაახლ. XXII-XXI ს.ს. ჩვ წ.-მდე) თებეს მართავდა ნომარქების ოჯახი, რომელთა რამდენიმე თაობა ინტეფის სახელს ატარებდა.
- ინტეფი – თებეს ნომარქი, XI დინასტიის დამაარსებელი;