ინტეფი (უფროსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტეფითებეს ნომარქი. ქრონოლოგიურად პირველი ინტეფი იყო „მემკვიდრეობით დიდებული, სკიპტრას (უასეტის, იგივე თებეს) ნომის დიდი ბატონი, ქურუმების ზედამხედველი, სამხრეთის ჭიშკრის (ელეფანტინას) ზედამხედველი ინტეფი. ეს ინტეფი თავის თავს „მეფის ნდობით აღჭურვილს“ უწოდებს და ამდენად, როგორც ჩანს, ცნობს ფარაონებს ქვეყნის ჩრდილოეთში. სავარაუდოდ, ის არის იგივე „დიდი ინტეფი, იკუს ვაჟი“, რომელიც დასახელებულია XI დინასტიის წინაპრად თოტმეს IV-ის „სამეფო წინაპრების კაპელაში“ კარნაკში. მის შემდეგ კიდევ ორი ინტეფის დროს თებე იმდენად ზრდის თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიას ქვეყნის სამხრეთში, რომ შემდეგმა ინტეფმა თავი „ზემო და ქვემო ეგვიპტის“ მეფედ, „რას ვაჟიშვილად“ გამოაცხადა და მიიღო ხორის სახელი „ორივე ქვეყნის დამაწყნარებელი“, რითაც ჰერაკლეოპოლისის მეფეები უკვე აშკარად გამოიწვია საბრძოლველად. მართალია, ვერც მან და ვერც მისმა სამმა მომდევნო მემკვიდრემ ვერ შეძლეს ჩრდილოეთის დაპყრობა და ეგვიპტის ორმაგი გვირგვინის მოპოვება, მაგრამ მომდევნო ეგვიპტურმა ტრადიციამ იგი ეგვიპტის ლეგიტიმურ მეფედ და მეთერთმეტე დინასტიის დამაარსებლად აღიარა.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები