იტ-ტაუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:54, 27 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იტ-ტაუი – (ეგვ. itj-tawy, „ორივე მიწის დამპყრობი“), ქალაქი, რომელიც ააგო ამონემხატ I-მა (XII დინასტია) სტრატეგიული მიზნით. მან ეგვიპტის დედაქალაქი თებედან აქ გადმოიტანა. მისი ლოკალიზაცია დღემდე ვერ მოხერხდა. სავარაუდოდ, მდებარეობდა მემფისიდან 18 კმ. სამხრეთით, თანამედროვე ელ-ლიშტის სიახლოვეს. ეს ვარაუდი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ ეგვიპტის ფარაონები სამარხებს თავიანთი დედაქალაქის მიდამოებში იგებდნენ, ლიშტის სიახლოვეს კი ამონემხატ I-ის და სენუსერტ I-ის პირამიდები მდებარეობს.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები