მაიმუნი (ეგვიპტურ მითოლოგიაში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:19, 29 ოქტომბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თოტი მაიმუნის გამოსახულებით

მაიმუნი – პავიანი (Kynokephalos) ეგვიპტეში უძველესი დროიდან საკრალური ცხოველი იყო. ჰიერაკონპოლისში და აბიდოსში მისი გამოსახულებები არქაული პერიოდის ფენებშია ნაპოვნი. უძველესი ღმერთი მაიმუნის იკონოგრაფიით იყო ხეჯური (hdwr) „დიდი თეთრი“, რომელიც „თეთრი (ე.ი. ზემოეგვიპტური) სამლოცველოს“ ბატონი იყო. ამ მაიმუნის სახის ღმერთს ტინისურ სამეფო რიტუალში გარკვეული ადგილი ეკავა, მაგრამ ხეჯური უკვე ძველი სამეფოს დასაწყისში „შთანთქა“ სიბრძნის ღმერთმა თოტმა, რადგან ის უკვე პირამიდების ტექსტებში თოტის ერთ-ერთ გამოვლინების ფორმად არის დასახელებული. პავიანი თოტის ერთ-ერთ გამოვლინებადაც ითვლებოდა. შესაბამისად, მაიმუნი გადამწერების მფარველადაც იყო მიჩნეული.

მაიმუნის კულტი დაკავშირებული იყო მზესთან. უკვე პირამიდების ტექსტებში მზის გარემოცვაში მოხსენიებულია მაიმუნების წყვილი, როგორც „მზის საყვარელი ვაჟიშვილები“, ან მაიმუნი, როგორც „მზის უფროსი შვილი“. ახალი სამეფოს პერიოდის მკვდართა წიგნის ილუსტრაციებში მზის ამოსვლის სცენებში ხშირად არიან გამოსახული მაიმუნები, რომლებიც წინა თათებით მზეს ეგებებიან. მზის მიწისქვეშეთში ჩასვლისას მას ასევე მაიმუნები ხვდებიან: ცხრა მაიმუნი ჭიშკარს უღებს, და კიდევ ცხრა ჰიმნს უმღერის. ღამის მეათე საათში გადასვლისას მზე თვითონ იღებს პავიანის სახეს. მაიმუნების დიდი სასაფლაო აღმოჩენილია დასავლეთ თებეში და ჰერმოპოლისში.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები