პეტოსირისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:12, 4 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პეტოსირისი – თოტის მთავარი ქურუმი, განთქმული ასტრონომი და წინასწარმეტყველი ჰერმოპოლისიდან (ჩვ.წ.-მდე IV ს.). წარმოშობით პეტოსირისი ქურუმების ძველი ოჯახიდან იყო. სავარაუდოდ, ალექსანდრე დიდის მეფობის დროს გარდაიცვალა. მისი კარგად შემონახული სამარხი ტუნა ელ-გებელთან ეგვიპტური და ბერძნული არქიტექტურული სტილის შერწყმის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. ბერძნული წარწერები მის სამარხზე გვამცნობს, რომ მას, როგორც ბრძენს, ჩვ.წ. II საუკუნის შუახანებშიც ეთაყვანებოდნენ.