არქიტექტურული სტილი
არქიტექტურული სტილი – არქიტექტურულ-კონსტრუქიული და მხატვრული ხერხების ისტორიულად ჩამოყალიბებული მდგრადი ერთიანობა, რომელიც შეპირობებულია საზოგადოებრივ-ისტორიული იდეური შინაარსის ერთობლიობით. ტერმინი აღნიშნავს რომელიმე ხალხის, დროის მონაკვეთის, მიმდინარეობის, მიმართულების, სკოლის ხუროთმოძღვრული ხელოვნების მახასიათებელი ნიშნების ერთობლიობას. ზოგჯერ ეს ტერმინი იხმარება იმ ძეგლთა ჯგუფის გამოსაყოფად, რომელთაც აქვთ მკაფიოდ გამოსახული განმასხვავებელი ნიშნები. მსოფლიოში მრავალი არქიტექტურული სტილი არსებობს, რომელთაგან აღსანიშნავია: არტდეკო, არტნუვო, ასტურიული, აფრიკული, ბაროკო, ბაუჰაუზი, ბიდერმაიერი, ბიზანტიური არქიტექტურა, ბლობიტექტურა, ბოზარტი, გოტიკური არქიტექტურა, დეკონსტრუქტივიზმი, ეგვიპტური სტილი, ეკლეკტიკური სტილი, ეკოლოგიური არქიტექტურა, ესპანური ნეოკოლონიური, ექსპრესიონიზმი, ვიქტორიანული არქიტექტურა, თანამედროვე არქიტექტურა. ინგლისური სტილი, ინდური სტილი, კუპელჰალე, კლასიციზმი, კონსტრუქტივიზმი, კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი, მოდერნისტული არქიტექტურა, ნაცისტური არქიტექტურა, ნეობაროკო, ნეოკლასიციზმი, ნეომავრიტანული სტილი, ნეორენესანსი, ნიუ-იორკის ხუთეული, ნორდული კლასიციზმი, პოსტმოდერნისტული არქიტექტურა, რენესანსის არქიტექტურა, რაციონალიზმი, რეტროფუტურიზმი, როკოკო, რომანული არქიტექტურა, რომანტიზმის სტილი, საერთაშორისო სტილის, სიცილიური ბაროკო, სტალინისტური არქიტექტურა, სტრიმლაინ-მოდერნი, სუაჰილის არქიტექტურა, ფენ-შუი, ფუნქციონალიზმი, ჩიკაგოს სკოლა, ჩინური სტილი, ჰაი-ტექ არქიტექტურა, ჰელენისტური არქიტექტურა და სხვ.