ტაკელოტ III
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:42, 11 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ტაკელოტ III ((ჩვ.წ.-მდე 764-757 წწ.) XXIII დინასტიის ფარაონის, ოსორკონ III-ის შვილი იყო. ოსორკონმა თანდათან გააფართოვა თავისი გავლენის არეალი და მოახერხა ელ ჰიბას ფორტიდან XXII დინასტიის ოჯახის წარმომადგენლების გაძევება და იქ ტაკელოტის დასმა, რაც ფაქტობრივად ჰერაკლეოპოლისის მმართველობას ნიშნავდა. მალე ტაკელოტი ამონის მთავარი ქურუმი ხდება, ჩვ.წ.-მდე 765-766 წ. კი მამამისი ტახტის მემკვიდრედ და თანამმართველად აცხადებს. ტაკელოტ III-მ ექვსი წელი იმეფა მამასთან ერთად, და ორი წელი მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი თანამედროვე ფარაონი ტანისში შეშონკ V იყო.