ქსოისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:40, 14 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქსოისი – ეგვიპტის მეექვსე ქვემოეგვიპტური ნომის დედაქალაქი. მდებარეობდა დელტის ცენტრში, ნილოსის სებენიტურ ტოტთან, თანამედროვე სახას სიახლოვეს. ქალაქის ნიშნის მიხედვით, უძველეს დროში ეთაყვანებოდნენ უდაბნოს ხარს (ეგვ. სახელი „ხასუ“). მისი სახელი ქალაქსაც დაერქვა. ცნობილია, როგორც ბუნდოვანი XIV დინასტიის რეზიდენციის ქალაქი, თუმცა ზოგადად აქ მოძიებული არქეოლოგიური მასალა ძალიან მწირია.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები