ხარმახისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 15 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხარმახისი – ფარაონ ხეოფსის სფინქსს გიზეში ახალი სამეფოდან ეთაყვანებოდნენ, როგორც „ხორს ჰორიზონტზე“ (ეგვ. Hr-m-3h.t, გრეციზირებული ფორმა ხარმახისი). მას აღიქვამდნენ, როგორც რა-ხორახტის. პირველი ცნობები ამ კულტის შესახებ, რომელიც ბერძნულ პერიოდში საყოველთაო ხასიათს ატარებდა, ამონხეტეპ II-ის და თოტმესიდების დროით არის დათარიღებული.