ხარმახისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხარმახისი – ფარაონ ხეოფსის სფინქსს გიზეში ახალი სამეფოდან ეთაყვანებოდნენ, როგორც „ხორს ჰორიზონტზე“ (ეგვ. Hr-m-3h.t, გრეციზირებული ფორმა ხარმახისი). მას აღიქვამდნენ, როგორც რა-ხორახტის. პირველი ცნობები ამ კულტის შესახებ, რომელიც ბერძნულ პერიოდში საყოველთაო ხასიათს ატარებდა, ამონხეტეპ II-ის და თოტმესიდების დროით არის დათარიღებული.