ძველი ეგვიპტის გეოგრაფები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:40, 17 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძველი ეგვიპტის გეოგრაფები – ეგვიპტელები საკმაოდ კარგი გეოგრაფები იყვნენ. სწორედ მათ მიერ შედგენილმა ეგვიპტის ცალკეული რეგიონების აღწერამ მისცა საშუალება თანამედროვე მეცნიერებს, შეედგინათ ეგვიპტის გეოგრაფიული ლექსიკონები. ეგვიპტელების დიდ მიღწევად ითვლება გეოგრაფიული რუკების შედგენა, რომლებზეც ეგვიპტის, ნუბიის და მიმდებარე უდაბნოების ცალკეული მონაკვეთები იყო ასახული. ჩვენს ხელთ არსებული ოქროს საბადოების რუკა ხუთი ფერით არის შეფერილი და მასზე აღნიშნულია გზები, ნაგებობები და ჭები.

გეოგრაფიული ინფორმაცია სპეციალურ სიტყვანებში თავსდებოდა. მაგ. ე.წ. რამესეუმის სიტყვანში (XIII-XIV დინ.) მოცემულია ჩრდილოეთ ნუბიის ციხესიმაგრეების და ზემო ეგვიპტის ქალაქების ჩამონათვალი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სიტყვანი, შედგენილი რამსეს IX ან XI-ის დროს ამენემოპეს ვაჟის, ამენემოპეს მიერ. აქ ტერმინები თემების მიხედვით არის დაჯგუფებული – ზეცა, წყალი, მიწა, მცენარეები, ცხოველები, უცხო ტომები, საკვები და სხვ. ასეთი მრავალფეროვნების გამო ის, როგორც ჩანს, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რადგან მისი სხვადასხვა ხელნაწერის ბევრი ნაწყვეტია შემორჩენილი. დღეს მას უძველეს ენციკლოპედიას ეძახიან.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები