რამსეს IX

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რამსეს IX

რამსეს IX – ეგვიპტის ფარაონი, (დაახლ. ჩვ.წ.-მდე 1131-1112 წწ.)

საკმაოდ ბევრს აშენებდა, განსაკუთრებით ჰელიოპოლისის მიდამოებში, მაგრამ მდგომარეობა ქვეყანაში სულ უარესდებოდა. მისი მეფობის მეათე-მეთხუთმეტე წლებში აღინიშნებოდა ლიბიელების თარეში დასავლეთ რეგიონებში, რაც მოსახლეობაში შიშს იწვევდა. მეცამეტე წლიდან აგორდა საშინელი სკანდალი, დაკავშირებული სამეფო სამარხების ძარცვასთან. რამსეს IX-მ გამოყო სპეციალური კომისია საქმის მოსაგვარებლად, მაგრამ სიტუაცია იმდენად უმართავი გახდა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ უკეთ დაცვის მიზნით ფარაონების მუმიები, მათ შორის თავად რამსეს IX-ის, ქურუმებმა დეირ ელ-ბაჰარის ერთ დიდ სამარხშის გადაასვენეს, თუმცა რამსეს IX-მ გაიმზადა თავისთვის სამარხი მეფეთა ველში, რამსეს II-ის სამარხის პირდაპირ.


წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები