ღერძი აბსცისთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:54, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ღერძი აბსცისთა – (x-axis, x-vertical) სიბრტყეზე ან სივრცეში დეკარტის კოორდინატთა სისტემის პირველი ღერძი.
მართკუთხა (დეკარტის) საკოორდინატო სისტემაში რიცხვითი სწორი (X ღერძი), რომლის გასწვრივ აითვლება x კოორდინატები. გაუს-კრიუგერის გეოდეზიურ საკოორდინატო სისტემაში აბსცისთა ღერძად მიჩნეულია გეოდეზიური ზონის ღერძული მერიდიანი. ტოპოგრაფიულ რუკებზე აბსცისები აითვლება კილომეტრული ბადის ვერტიკალურ ხაზებზე. ფოტოგრამმეტრიაში აბსცისთა ღერძი არის აგეგმვის მიმართულების პერპენდიკულარული ხაზი. კარტოგრაფიაში დეკარტის საკოორდინატო სისტემას იყენებენ ჭრილების, გრაფიკების და დიაგრამების აგების დროს როგორც ბუნების, ისე სოციალური და ეკონომიკური რუკების შედგენისას
წყარო
მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი