აღმოსავლეთი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 18 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აღმოსავლეთი – (east, E), აღმოსავლეთის წერტილი, ჰორიზონტის ოთხი მთავარი წერტილიდან ერთ-ერთი. მდებარეობს დამკვირვებლიდან მარჯვნივ, თუ იგი პირისახით ჩრდილოეთს უყურებს. ბუნიობის დღეებში მზე ამ წერტილის მახლობლად ამოდის.