გეოდეზიური ქსელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:36, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეოდეზიური ქსელი - (control net, geodetic net), დედამიწის ზედაპირზე შექმნილი იმ პუნქტების ქსელი, რომელთა მდებარეობა განსაზღვრულია საკოორდინატო სისტემით. არსებობს:
1. ნიველირებით შექმნილი ქსელი (evel control)), სადაც ყოველ სანიველირო პუნქტზე – რეპერზე – განსაზღვრულია სიმაღლე ზღვის დონიდან;
2. ტრიანგულაციით შექმნილი გეგმური ანუ საყრდენი გეოდეზიური ქსელი (plane control), სადაც გეგმური ქსელის ყოველ პუნქტზე განსაზღვრულია გეოდეზიური განედი, გრძედი და ბრტყელი მართკუთხა კოორდინატები; 3. სივრცითი გეოდეზიური ქსელი (სპატიალ ცონტროლ), რომელიც იქმნება კოსმოსური გეოდეზიის მეთოდებით. ყოველ პუნქტზე მითითებულია სამი კოორდინატი, რომლებიც განსაზღვრავენ პუნქტის მდებარეობას დედამიწაზე.

გეოდეზიურ ქსელს განასხვავებენ დანიშნულების, ტერიტორიის მომცველობის, სიზუსტის, სიხშირის მიხედვით. არის მსოფლიოს, კონტინენტების, სახელმწიფო და ლოკალური ქსელები. გეოდეზიური ქსელი, რომლის პუნქტებზე განსაზღვრულია ასტრონომიული კოორდინატები და აზიმუტები, იწოდება ასტრონომიულ-გეოდეზიურ ქსელად. ტოპოგრაფიული აგეგმვისთვის იქმნება სპეციალური გეოდეზიური ქსელი.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები