გზების ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:23, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გზების ატლასი – (road atlas), თემატური ატლასი, გზების რუკების სისტემური კრებული. შედგება ტრანსპორტის სახეებისა და მათი ინფრასტრუქტურის ამსახველი რუკებისგან. მოცემულია: რკინიგზების, საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სამდინარო გზების რუკები. გამოიყენება კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების ფართო სპექტრი, ახლავს ტექსტი, ცხრილები და სურათები. დიდია კარტოგრაფიული დიზაინის მნიშვნელობა.