გის-ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:33, 19 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გის-ატლასი – (GIS atlas), ელექტრონული ატლასი, რომელშიც რუკები, სქემები და სხვა გეოგამოსახულებები წარმოდგენილია გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის ფენების სახით. შესაძლებელია რუკების (ფენების) კომბინირება, შედარება, რაოდენობრივი ანალიზი და შეფასება. ხშირად ჩართულია ანიმაციური მოდულები, სამგანზომილებიანი მოდელირება.