დიაგრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:33, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიაგრამა (ბერძნ. diagramma − გამოსახულებას, ნახატს, ნახაზს) – სიდიდეთა შორის ურთიერთდამოკიდებულების გრაფიკული გამოსახვის ერთ-ერთი თვალსაჩინო ხერხი. უფრო მეტად გავრცელება ჰპოვა მართკუთხა (სვეტისებურმა) და სექტორულმა (წრიულმა) დიაგრამებმა. მართკუთხა დიაგრამაზე თითოეული სვეტის სიმაღლე აღებულ მასშტაბში აიგება გამოსასახავი სიდიდის პროპორციულად, ხოლო სვეტის სიგანე აიღება ნებისმიერად. სექტორულ დიაგრამაზე აღებული წრის სექტორის რკალის სიგრძე ასევე აიგება გამოსასახავი სიდიდის პროპორციულად.