თემატური კარტოგრაფიის დუალიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემატური კარტოგრაფიის დუალისტური ბუნება (გ.ლიპარტელიანი)

თემატური კარტოგრაფიის დუალიზმი – (dualism of thematic cartography), შეხედულება თემატური კარტოგრაფიის დუალისტური (ორგვაროვანი) ბუნების შესახებ, რომლის მიხედვით თემატური კარტოგრაფია დუალისტურია იმიტომ, რომ კვლევის საგნით სხვა მეცნიერებას ეკუთვნის, ხოლო მეთოდით – კარტოგრაფიას. ამგვარი დუალისტური გაგება გაჩნდა XX საუკუნის მეორე ნახევარში იმასთან დაკავშირებით, რომ თემატური რუკის შესადგენი მონაცემები სხვადასხვა მეცნიერებიდან მიიღება, რუკის შედგენა კი კარტოგრაფიული მეთოდით ხდება. ამ შეხედულების საპირისპიროდ დასაბუთებულ იქნა, რომ თემატური კარტოგრაფიის დუალიზმი საგნის და მეთოდის გათიშვა კი არ არის, არამედ სივრცისა და შინაარსის ერთიანობაა, რომელიც ობიექტურად არსებობს კარტოგრაფიის კვლევის საგანში.



წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები