თემატური კარტოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თემატური კარტოგრაფია – (thematic cartography), გეოგრაფიული კარტოგრაფიის დარგი, რომელიც მონაცემებს ობიექტური რეალობის საგნებისა და ხილულად დაუკვირვებადი მოვლენების შესახებ მოიპოვებს სპეციალური მეცნიერებებიდან. თემატური კარტოგრაფიის დარგები იქმნება კარტოგრაფიისა და იმ მეცნიერებათა ინტეგრაციით, რომელთა კვლევის საგნის სივრცე-დროითი თავისებურებები კარტოგრაფიასთან კავშირით გამოვლინდება. მაგ.: ასტრონომიული კარტოგრაფია, ისტორიული კარტოგრაფია, სამედიცინო კარტოგრაფია, ფიზიკურ-გეოგრაფიული კარტოგრაფია, საზოგადოებრივი კარტოგრაფია და სხვ. თემატური რუკები იქმნება სპეციალური მეცნიერებებიდან მიღებული მონაცემებით, მაგ.: ქარის სიჩქარე და მიმართულება – მეტეოროლოგიიდან, ნიადაგის ტიპები – ნიადაგმცოდნეობიდან და სხვ.