კარტოგრაფიული განათლება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:24, 20 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარტოგრაფიული განათლება – (cartographic education, cartographic training), გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის სისტემაში მოყვანილი შედეგი, რაც აუცილებელია კარტოგრაფიული ნაწარმოებების შედგენისა და გამოყენებისათვის. უმაღლეს პროფესიულ კარტოგრაფიულ განათლებას აქვს ორი მიმართულება: გეოგრაფიული კარტოგრაფია და ტექნიკური კარტოგრაფია. სრულფასოვან კარტოგრაფიულ განათლებას საფუძველი უნდა ჩაეყაროს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში.