საზღვრების რექტიფიკაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:35, 24 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საზღვრების რექტიფიკაცია – (rectification of boundaries), სახელმწიფო საზღვრის მდებარეობის შეცვლა ან დაზუსტება ადგილზე. მას მიმართავენ გვირაბების, ჰესების, აეროდრომების, ხიდების ან სხვა ნაგებობების მშენებლობის დროს, აგრეთვე სამეურნეო ინტერესების გამო. ტარდება დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები აღინიშნება რუკაზე.