რუკის ავტორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:58, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რუკის ავტორი – (author of map), პიროვნება, კოლექტივი ან დაწესებულება, რომლებმაც დაამუშავეს რუკის ან სხვა კარტოგრაფიული ნაწარმოების პროგრამა, შექმნეს მისი მაკეტი ან ორიგინალი, უხელმძღვანელეს მის შექმნას. ავტორი შეიძლება იყოს როგორც კარტოგრაფი, ისე სხვა დარგის სპეციალისტი (გეოგრაფი, გეოლოგი, გეოფიზიკოსი, ნიადაგთმცოდნე, ბიოლოგი, ისტორიკოსი და სხვ.). ისინი პასუხს აგებენ კარტოგრაფიული ნაწარმოების შინაარსზე, მთლიანად ფლობენ უფლებას მასზე და ეს უფლება დაცულია კანონით.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები