რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:19, 25 ნოემბერი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რუკა – (map, chart), საუკუნეების მანძილზე კარტოგრაფიული გამოსახულება სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა, ბერძნები უწოდებდნენ pinax, რომაელები orbis pictus tabula. თანამედროვე სახელწოდება – ლათინური chart ევროპაში გაჩნდა შუა საუკუნეებში, აღორძინების ეპოქაში და სხვა ტერმინებს ჩაენაცვლა.
თანამედროვე რუკები ასრულებენ შემდეგ ფუნქციებს: კომუნიკაციურს (სივრცითი ინფორმაციის შენახვა და გავრცელება);
ოპერატიულს (რუკებით პრაქტიკული ამოცანების გადაწყვეტა);
შემეცნებითს (მეცნიერული კვლევებით ახალი ცოდნის მიღება).
რუკის, როგორც სინამდვილის მოდელის სპეციფიკას განსაზღვრავს: რუკის საფუძვლის აგების მათემატიკური ხერხი, რუკის ენის გამოყენება და გენერალიზაცია.